Thursday, June 28, 2018

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება-ქ.თელავში თამარის ქუჩაზე შინმოუსვლელთა მემორიალის დასუფთავება.

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით-მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივად განახორციელონ გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

3.პროექტის აქტუალობა-პროექტის აქტუალობა მდგომარეობს იმაში რომ აღნიშნული შინმოუსვლელთა სკვერი ხშირად დანაგვიანებულია და ურნებიც არ არის განთავსებული. ასევე სკვერი არ არის შემოღობილი და ეზოში ხშირად იქვე დაყრილი ნარჩენები იზიდავს მაწანწალა ძაღლებს, რაც თავის მხრივ ქმნის საფრხეს შორიახლოს მყოფი ადამიანებისათვის/მათ შორის სკოლის მოსწავლეებისათვის/. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ახლო მახლო მცხოვრები მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე, რაც დამატებით საფრხეებს არამარტო სკვერის არამედ ქუჩის და მთლიანად ქალაქ თელავის სანიტარული მდგომარეობისათვის.

4.პროექტის მიზნები-პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების მიერ სკვერის დასუფთავება, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების დაინტერესება რომ ადგილზე დაიდგას ურნები და ასევე მოსახლეობაში ახსნა განმარტებითი სამუშაობის ჩატარება ნარჩენების მართვის მიმართულებით.

5.მონაწილეთა ასაკი-12-14 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა-პროექტი დაიწყება 2018 წლის 1 ივლისი და დასრულდება 2018 წლის 14 ივლისი

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას-პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება შემდეგი:
     1. მოსახლეობას/სკვერის მიმდებარედ მცხოვრები/ ექნება საჭირო ინფორმაცია ნარჩენების მართვის შესახებ.
     2. სკვერის ტეროტორიაზე განთავსებული იქნება 2 ურნა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახური დაცლის დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
     3. შემოღობილი იქნება სკვერის ეზოს პერიმეტრი და ის დაცული იქნება მაწანწალა ძაღლების შეჭრისაგან
     4. სკვერის ეზოში განთავსებული იქნება 1 ბანერი რომელზეც იქნება გამაფრთხილებელი ინფორმაცია თუ რა სანქციები ელოდებათ კანონმდარღვევებს.


8.პროექტისთვის საჭირო, ძირითადი რესურსები-პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა ადამიანური რესურსები-სკოლის 20 მოსწავლე და 1 პედაგოგი ხელმღვანელი. ასევე რიგი მატერიალური რესურსები კერძოთ: ლიფლეტები, ბანერის დასამონტაჟებელი მასალები, დასუფთავების აქციისათვის საჭირო მასალები-ხელთათმანები, პარკები შემოღობვისთვს საჭირო მასალები და სხვა-და რაც მთავარია ყველაფერი ამის შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსი დაახლოებით 2000 ლარი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)-პროექტი შედგება შემდეგი აქტივობებისაგან:
     1. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები-ძირითადი აქტივობების დეტალური გეგმის შედგენა, ყველა პოტენციურად საჭირო უწყების ინფორმირება პროექტის შესახებ და პროექტით გათვალისწინებული მასალების შესყიდვა.
    2. სკვერის მიმდებარედ მცხობრები მოსახლეობის გამოკითხვა ადგილზე არსებული გარემოსდაცვითი ცნობიერების შესახებ და ასევე მათი დამოკიდებულების შესახებ სკვერის პერმანენტული დანაგვიანების მიმართულებით.
   3. კვლევისას მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი საინფომაციო ბროშურების მომზადება და დარიგება მოსახლეობაში.
  4. შეხვედრა თელავის მერიის წარმომადგენლებთან და სკვერის პრობლემებზე და იმ საჭიროებების გაცნობა რაც განმახორციელებლების აზრით სკვერს აქვს/დასუფთავება, ურნები, ნაგვის გატანა, შემოღობვა/, ასევე პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების გადანაწილება,
   5. პროექტის განმახორციელები ჯგუფის, თელავის მერიის და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით დასუფთავების აქციის მოწყობა.
   6. გამაფრთხილებელი ბანერის და ორი ერთეული ურნის დამონტაჟება
   7. სკვერის შემოღობვა ლითონის ბადით.
   8. პროექტის დასკვნითი ღონისძიების სახით სკოლაში ღონისძიების ჩატარება "სუფთა გარემო მომავლისათვის" რომელზეც მოხდება პროექტით განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) -თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა თაბუკაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maka.tabukashvili76@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=5267952070005336733#allposts

No comments:

Post a Comment

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება-ქ.თელავში თამარის ქუჩაზე შინმოუსვლელთა მემორიალის დასუფთავება. 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით-მოსწა...