Thursday, June 28, 2018

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება-ქ.თელავში თამარის ქუჩაზე შინმოუსვლელთა მემორიალის დასუფთავება.

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით-მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივად განახორციელონ გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

3.პროექტის აქტუალობა-პროექტის აქტუალობა მდგომარეობს იმაში რომ აღნიშნული შინმოუსვლელთა სკვერი ხშირად დანაგვიანებულია და ურნებიც არ არის განთავსებული. ასევე სკვერი არ არის შემოღობილი და ეზოში ხშირად იქვე დაყრილი ნარჩენები იზიდავს მაწანწალა ძაღლებს, რაც თავის მხრივ ქმნის საფრხეს შორიახლოს მყოფი ადამიანებისათვის/მათ შორის სკოლის მოსწავლეებისათვის/. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ახლო მახლო მცხოვრები მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე, რაც დამატებით საფრხეებს არამარტო სკვერის არამედ ქუჩის და მთლიანად ქალაქ თელავის სანიტარული მდგომარეობისათვის.

4.პროექტის მიზნები-პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების მიერ სკვერის დასუფთავება, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების დაინტერესება რომ ადგილზე დაიდგას ურნები და ასევე მოსახლეობაში ახსნა განმარტებითი სამუშაობის ჩატარება ნარჩენების მართვის მიმართულებით.

5.მონაწილეთა ასაკი-12-14 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა-პროექტი დაიწყება 2018 წლის 1 ივლისი და დასრულდება 2018 წლის 14 ივლისი

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას-პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება შემდეგი:
     1. მოსახლეობას/სკვერის მიმდებარედ მცხოვრები/ ექნება საჭირო ინფორმაცია ნარჩენების მართვის შესახებ.
     2. სკვერის ტეროტორიაზე განთავსებული იქნება 2 ურნა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახური დაცლის დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
     3. შემოღობილი იქნება სკვერის ეზოს პერიმეტრი და ის დაცული იქნება მაწანწალა ძაღლების შეჭრისაგან
     4. სკვერის ეზოში განთავსებული იქნება 1 ბანერი რომელზეც იქნება გამაფრთხილებელი ინფორმაცია თუ რა სანქციები ელოდებათ კანონმდარღვევებს.


8.პროექტისთვის საჭირო, ძირითადი რესურსები-პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა ადამიანური რესურსები-სკოლის 20 მოსწავლე და 1 პედაგოგი ხელმღვანელი. ასევე რიგი მატერიალური რესურსები კერძოთ: ლიფლეტები, ბანერის დასამონტაჟებელი მასალები, დასუფთავების აქციისათვის საჭირო მასალები-ხელთათმანები, პარკები შემოღობვისთვს საჭირო მასალები და სხვა-და რაც მთავარია ყველაფერი ამის შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსი დაახლოებით 2000 ლარი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)-პროექტი შედგება შემდეგი აქტივობებისაგან:
     1. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები-ძირითადი აქტივობების დეტალური გეგმის შედგენა, ყველა პოტენციურად საჭირო უწყების ინფორმირება პროექტის შესახებ და პროექტით გათვალისწინებული მასალების შესყიდვა.
    2. სკვერის მიმდებარედ მცხობრები მოსახლეობის გამოკითხვა ადგილზე არსებული გარემოსდაცვითი ცნობიერების შესახებ და ასევე მათი დამოკიდებულების შესახებ სკვერის პერმანენტული დანაგვიანების მიმართულებით.
   3. კვლევისას მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი საინფომაციო ბროშურების მომზადება და დარიგება მოსახლეობაში.
  4. შეხვედრა თელავის მერიის წარმომადგენლებთან და სკვერის პრობლემებზე და იმ საჭიროებების გაცნობა რაც განმახორციელებლების აზრით სკვერს აქვს/დასუფთავება, ურნები, ნაგვის გატანა, შემოღობვა/, ასევე პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების გადანაწილება,
   5. პროექტის განმახორციელები ჯგუფის, თელავის მერიის და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით დასუფთავების აქციის მოწყობა.
   6. გამაფრთხილებელი ბანერის და ორი ერთეული ურნის დამონტაჟება
   7. სკვერის შემოღობვა ლითონის ბადით.
   8. პროექტის დასკვნითი ღონისძიების სახით სკოლაში ღონისძიების ჩატარება "სუფთა გარემო მომავლისათვის" რომელზეც მოხდება პროექტით განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) -თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა თაბუკაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maka.tabukashvili76@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=5267952070005336733#allposts

Monday, June 25, 2018

LIVE: Wild Discovery Animals - Most Amazing Moments Of Wild Animal Fight...

Seasons Song

new

sdfsd

Wild animals

wild animals are in the Jungles. They are:lion, tiger.

ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის გვარი სახელი/პირადი ნომერი  მაკა თაბუკაშვილი
საგანი ინგლისური
სწავლების საფეხური /კლასი დაწყებითი საფეხური/ III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა  25
გაკვეთილის თემა წელიწადის დროები
გაკვეთილის მიზანი:

·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება
·         კითხვის უნარჩვევის განვითარება
·          ვიზუალური მახსოვრობის განვითარება

##
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
ფაზა:- გამოწვევა

აქტივობა l 
      მასწავლებელი ესალმება ბავშვებს  ამზადებს საგაკვეთილო პროცესისთვის. მას წინასწარ დარიგებული აქვს სტიკერები და სთხოვს ამოირჩიონ და დაწერონ წელიწადის რომელი დრო უყვართ ყველაზე მეტად  და რატომ?
გამოიკვეთება წელიწადის ოთხივე დროის მოყვარულები. მოსწავლეები გადანაწილდებიან ამ ჯგუფებში ინტერესების მიხედვით.

კითხვა პასუხი
საერთო საკლასო
სტიკერი
(5 წუთი)


აქტივობა II 

      მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს დახატონ მათთვის  ყველაზე საყვარელი წელიწადის დრო მოსწავლეები სანამ ხატავენ მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას


ჯგუფური
მოსწავლის რვეული
თაბახის ფურცლბი
სახატავი ფანქრები/ფლომასტერები
5 წუთი

ფაზა :
მასწავლებელი იწყებს ახალი გაკვეთილის ახსას  month of the year  

აქტივობა III 

  ჯგუფის თითოეულ მოსწავლეს საკუთარ ბოკში ჩატვირთული აქვს წელიწადის დროები. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს უთითებს იმ სლაიდზე, რომელზეც უნდა წაიკითხოს და სთხოვს ჯგუფის რომელიმე წევრმა ამოწეროს word-ის ფურცელზე უცხო სიტყვები.

ურთიერთსწავლება
ჯგუფური
ფლიპჩარტი
მარკერი
სახელმძღვანელო

10 წუთი

აქტივობა IV 

  თითოეული ჯგუფი მასწავლებელს კლასის მართვის პროგრამით უგზავნის უცხო სიტყვების ფაილს.

პრაქტიკული
ჯგუფები
სახელმძღვანელო
10 წუთი

აქტივობა V 

  მასწავლებელი უცხო სიტყვებს აერთიანებს ერთ ფაილში და თითოეულს განმარტავს ქართულად. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს კლასის მართვის პროგრამით უზიარებს ამ ფაილს და სთხოვს თითოეულ მოსწავლეს გადაწეროს ლექსიკონის რვეულში უცხო სიტყვები.

ლექსიკურ მარაგის გამდიდრება
საერთო საკლასო
ლექსიკონის რვეული
5 წუთი

ფაზა - რეფლექსია

აქტივობა- V 
   მასწავლელი კიდევ ერთხელ კითხულობს ტექსტს ინტონაციით, პარალელურად თარმნის, ბოლოს კი სვამს შეკითხვას წელიწადის დროების შესახებ. რა დაამახსოვრდათ, წელიწადის რომელი დროის ინგლისური მნიშვნელობა დაამახსოვრდათ? აჩვენებს რომელიმე დროს პოსტერზე მოსწავლე,  რომელიც მიხვდება ,პასუხობს ინგლისურად თუ რა დროა ნაჩვენები პოსტერზე ან რომელი თვეა.

კითხვა
საერთო საკლასო
პოსტერი

სახელმძღვანელო
7 წთ


აქტივობა- VI

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის გამოყენებით და აძლევს საშინაო დავალებას: დახატონ წელიწადის ყველა დრო paint-ში და აძლევს მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამით უცხო სიტყვებს და სთხოვს გაახმოვანონ ხმის ჩაწერის ინსტრუმენტით.
 მოხდება რამოდენიმე საუკეთესო მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია, რისთვისაც მასწავლებელი იყენებს კლასის მართვის პროგრამას, კერძოდ ეკრანის გაზიარების ინსტრუმენტს.

განმავითარებელი შეფასება
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკა
3 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

·         მოსწავლემ იცის ახალი ლეკსიკური ერთეულები
·         მოსწავლე სწორად და გამოთქმით კითხულობს მოც. ტექსტს
·         მოსწავლე იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ ილუსტრაციებს  და არსებულ თვალაჩინოებებს.

შეფასება

შეფასება ხდება შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რომელიც გაკრულია კედელზე თვალსაჩინო ადგილას.

(შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას)
შეფასების რუბრიკა
1.მაღალი მზაობის მოსწავლე
 მოსწავლე სწორად კითხულობს და თარგმნის ტექსტს. კითხვებზე სცემს სწულყოფილ პასუხს.
2.საშუალო მზაობის მოსწავლე
მოსწავლე მნიშვნელოვანი ჰარვეზებით კითხულობს ტექსტს და უჭირს თარგმნა. კითხვებზე სრულყოფილად ვერ სცემს პასუხს.
3.სუსტი მზაობის მოსწავლე
მოსწავლე საჭიროებს დამატებით მუშაობას არასრულფასოვანი ცოდნიდან გამომდინარე


ხელმოწერა:

თარიღი:

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება-ქ.თელავში თამარის ქუჩაზე შინმოუსვლელთა მემორიალის დასუფთავება. 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით-მოსწა...